შაბლონებს მიღმა

ლექსიკა დაგვეფილტრა ემოციებისგან. შაბლონში მოვაქციეთ მეტყველება. მინდა დავწერო, რომ საქართველო მიყვარს, მაგრამ მახსენდება, რომ თურმე, სირცხვილია 23 წლის გოგოს საქართველო უყვარდეს, და რომ ამ ასაკში, მხოლოდ შოკოლადი შეიძლება შეარჩიო საყვარელი. მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩემი სამშობლო ჩიხშია და ვამბობ – სახელმწიფო პოლიტიკურ კრიზისშია. მინდა ვთქვა, რომ ჩემი ხალხი ღატაკდება და ვამბობ – მოსახლეობა ეკონომიკურად არამდგრადია.…

გამოფენილი ქალები მშრალ ხიდზე

სუვენირები, მონეტები, თეფშები, საკოლექციო ფიგურები, კუპიურები, სურათები გამქრალი ფოტოსტუდიებიდან, პოსტერები გასული ეპოქიდან, – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მშრალ ხიდზე შეხვდებით. სად არიან ქალები? როგორ არიან ისინი წარმოჩენილები? რა ფუნქციები აქვთ ძველმან ნივთებზე და რა იკითხება მათი გამოსახულებიდან? – ფოტორეპორტაჟი – გამოფენილი ქალები მშრალ ხიდზე, – სწორედ ამ თემებს ეხება. ქალები, როგორც დედები ქალები,…

შვილი თუ სამსახური?

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც საზოგადოებას ქალის მიმართ აქვს მოლოდინი და მოთხოვნა, – პროფესიულ წინსვლასა და თვითრეალიზებასთან ერთად, შეძლოს, იყოს მზრუნველი დედა. ის სოციალური როლები, რომელიც ქალს აკისრია, არათანაბარ პირობებში აყენებს მას შრომით ბაზარზე. ქალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის საკმარისი აღარაა მხოლოდ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებები, პირიქით, არსებული კანონი უთანასწორო პირობებს ქმნის დასაქმებული დედებისთვის, რადგან არაა მორგებული ქალის…

ახალო წელო, დაეხსენ დედასა!

დედამ ჩურჩხელები უკვე ამოავლო. ნიგოზს გოზინაყისთვის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაჭრის, რომ 31-ში მთელი დღის მანძილზე აციო-აცხელოს თაფლში, წამოუდუღებლად, სხვანაირად, კარგი ვერ გამოვა და სტუმრებს არ მოეწონებათ. დედამ უკვე ჩამოწერა პროდუქტების სია და სავარაუდო თანხაც გათვალა საახალწლო ჭამა-სმისთვის, – პლიუს-მინუს 50 ლარი (ცდომილებისთვის), თუმცა, სია ყოველ დღე იცვლება,  – გზადაგზა ახსენდება, რა უნდა…

ნიუსი და სიმართლე

For students მედიასივრცეში ხშირად წამოიჭრება ხოლმე დისკუსია ობიექტური (მიუკერძოებელი) და სუბიექტური (მიკერძოებული) ჟურნალისტური პროდუქტის გარშემო, იქნება ეს ნიუსი, თუ ანალიტიკური სტატია. დღეს მიიჩნევა, რომ ჟურნალისტური პროდუქტი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურად, თუკი, ის იძლევა ინფორმაციას ფაქტების შესახებ, ხოლო, ფაქტების ინრერპრეტაცია, უკვე, სუბიექტურ ჟურნალისტურ პროდუქტს ქმნის, სადაც ჟურნალისტი ობიექტურობის შენარჩუნებას წყაროთა ბალანსით ცდილობს. სად გადის ზღვარი ობიექტურობასა…

გენკა!

ჩემი ოთხსართულიანი სკოლის უკანა ეზოში ლურჯადშეღებილი პატარა ხის სახლი იდგა, სადაც გენკა დედასთან ერთად ცხოვრობდა. სკოლის ყველა კლასის ფანჯარა გენკას სახლს დაჰყურებდა. გენკას გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ჩუმად შედიოდა და გადიოდა სახლიდან, ისე, რომ ქუჩაშიც ვერავინ ხედავდა. გენკას ბოხი, როხროხა ხმა ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეების შემოტევებისგან იცავდა თავს. დაწყებით კლასებში პირველ სართულზე ვიყავით…

მე და ღმერთი

ჭამის დროს პური დაბლა რომ დამივარდებოდა, ვიღებდი, ვკოცნიდი, ღმერთს პატიებას ვთხოვდი და გარეთ, ცოტა შემაღლებულ ადგილას ვდებდი, რომ ჩიტებს ეჭამათ. ოჯახში, ყველას ახლადნაყიდი პური უყვარდა, მეორე დღისას არავინ ჭამდა ჩემ გარდა, – არ მინდოდა, ნარჩენებში ჩაეყარათ. ლოცვანსაც ვკითხულობდი, მაგრამ არ მესმოდა ხოლმე; ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ არც ღმერთს ესმოდა და დილა-საღამოს საკუთარი სიტყვებით დავიწყე ლოცვა.…